ტრენინგის ბოლო დღეა. დღეს დავათვალიერეთ ჯგუფის წევრების ბლოგები და მასზე განთავსებული პროექტები, ყველა პროექტი შევაფასეთ კომენტარებით.
Monday, 19 December 2016
Saturday, 17 December 2016
მერვე დღე
მოვაწესრიგე პროექტის საქაღალდე და გადავიტანე დისკზე. საქაღალდე გავაზიარე ბლოგზე. ბლოგზე ჩავამატე სურათები. დავამატე სურათის გაჯეტი. ვნახე როგორ შეიძლება გაჯეტების რედაქტირება და წაშლა.
Sunday, 11 December 2016
მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღე დავიწყეთ მასწავლებლის ინტერნეტსახელმძღვანელოს დათვალიერებით,დავათვალიერეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების რუბრიკები. შემდეგ, ამის მიხედვით გავაკეთეთ ჩვენი პროექტისთვის მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების ცხრილი. ეს შეფასებები შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. შემდეგ გავაგრძელეთ ჩვენი პროექტის წერა, სადაც შევიტანეთ დიფერენცირებული სწავლებისთვის საჭირო საქმიანობა და პროექტისთვის საჭირო მასალები.
Saturday, 10 December 2016
მეხუთე დღე
დღეს ტრენინგის მეხუთე დღეა. მასწავლებლის სახელმძღვანელოს დახმარებით გავაკეთეთ პროექტის შეფასების სტრუქტურა, გავაკეთეთ პროექტის დასაწყისში მოსწავლეთა შეფასება, პროექტის მსვლელობისას მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება და პროექტის დასასრულს მოსწავლეთა შეფასების რუბრიკები. დავწერეთ შეფასების მოკლე მიმოხილვა და პროექტის დაწყებამდე მოსწავლეთა წინარე ცოდნა.
Sunday, 4 December 2016
მეოთხე დღე
დღეს დავათვალიერეთ მასწავლებლის სახელმძღვანელოში მოყვანილი მოსწავლეთა ნამუშევრები, შემდეგ მოსწავლის რანგში, მოვიძიეთ პროექტისთვის საჭირო მასალა, ტექსტები და ფოტომასალა, შემდეგ ავაწყვე საპრეზენტაციო პროგრამაში და შევინახე საქაღალდეში მოსწავლის ნამუშევრები.
Saturday, 3 December 2016
მესამე დღე
შევარჩიე თემა პროექტისთვის,შევარჩიე კლასი, მივუსადაგე სტანდარტები, შევარჩიე კითხვები გაკვეთილის დაწყებისთვის და დაგეგმილი პროექტი ჩავსვი საპრეზენტაციო პროგრამაში. ჩემი მასალა შევინახე ელექტრონული ფოსტის დრაივზე.
Subscribe to:
Posts (Atom)