Monday, 19 December 2016

მეცხრე დღე

 ტრენინგის ბოლო დღეა. დღეს დავათვალიერეთ ჯგუფის წევრების ბლოგები და მასზე განთავსებული პროექტები, ყველა პროექტი შევაფასეთ კომენტარებით.

Saturday, 17 December 2016

მერვე დღე

მოვაწესრიგე პროექტის საქაღალდე და გადავიტანე დისკზე. საქაღალდე გავაზიარე ბლოგზე. ბლოგზე ჩავამატე სურათები. დავამატე სურათის გაჯეტი. ვნახე როგორ შეიძლება გაჯეტების რედაქტირება და წაშლა.

Sunday, 11 December 2016

მეექვსე დღე

 ტრენინგის მეექვსე დღე დავიწყეთ მასწავლებლის ინტერნეტსახელმძღვანელოს დათვალიერებით,დავათვალიერეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების რუბრიკები. შემდეგ, ამის მიხედვით გავაკეთეთ ჩვენი პროექტისთვის მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების ცხრილი. ეს შეფასებები შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. შემდეგ გავაგრძელეთ ჩვენი პროექტის წერა, სადაც შევიტანეთ დიფერენცირებული სწავლებისთვის საჭირო საქმიანობა და პროექტისთვის საჭირო მასალები.

Saturday, 10 December 2016

მეხუთე დღე

დღეს ტრენინგის მეხუთე დღეა. მასწავლებლის სახელმძღვანელოს დახმარებით გავაკეთეთ პროექტის შეფასების სტრუქტურა, გავაკეთეთ პროექტის დასაწყისში მოსწავლეთა შეფასება, პროექტის მსვლელობისას მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება და პროექტის დასასრულს მოსწავლეთა შეფასების რუბრიკები. დავწერეთ შეფასების მოკლე მიმოხილვა და პროექტის დაწყებამდე მოსწავლეთა წინარე ცოდნა.

Sunday, 4 December 2016

მეოთხე დღე

 დღეს დავათვალიერეთ მასწავლებლის სახელმძღვანელოში მოყვანილი მოსწავლეთა ნამუშევრები, შემდეგ მოსწავლის რანგში, მოვიძიეთ პროექტისთვის საჭირო მასალა, ტექსტები და ფოტომასალა, შემდეგ ავაწყვე საპრეზენტაციო პროგრამაში და შევინახე საქაღალდეში მოსწავლის ნამუშევრები.

Saturday, 3 December 2016

მესამე დღე

შევარჩიე თემა პროექტისთვის,შევარჩიე კლასი, მივუსადაგე სტანდარტები, შევარჩიე კითხვები გაკვეთილის დაწყებისთვის და დაგეგმილი პროექტი ჩავსვი საპრეზენტაციო პროგრამაში. ჩემი მასალა შევინახე ელექტრონული ფოსტის დრაივზე.

Tuesday, 29 November 2016

მეორე დღე

შევქმენი ბლოგი იმისთვის რომ განვათავსო პროექტის ის დოკუმენტები რომელსაც შევქმნი. შემდეგ გავეცანით მასწავლებლის ელექტრონულ სახელმძღვანელოში არსებულ პროექტების გეგმებს მის რესურსებს, შეფასებებს. შემდეგ დავიწყე პროექტის თემაზე ფიქრი.

Sunday, 27 November 2016

პირველი დღე

კარგი ტრენინგი გვაქვს.  ყველას ვუსურვებ წარმატებას.


გავეცანი ტრენინგის სახელმძღვანელოს,  გადმოვწერე  დოკუმენტები:

  •        21-ე საუკუნის ყნარ  ჩვევები
  •        პორტფოლიოს ჩეკლისტი
  •        პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა 
  •       პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი.

      სასწავლო პროექტის გეგმა


    შევქმენით პროექტის საქაღალდე.